საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა…
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, გარკვეულ საბანკო დავალიანებებზე შესაძლოა ამნისტია გამოცხადდეს. ქობულიას თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებას 19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოაცხადებს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ფერმერის დღე აღინიშნა, სადაც წარმატებული ფერმერები დააჯილდოვეს. ნომინაციაში „ახალგაზრდა ფერმერი ქალი 2018“ გამარჯვებული მეღვინე ქეთო ნინიძე გახდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად, მესაქონლეობის მასობრივი, საყოველთაო მოდერნიზაციის პროგრამები დაიწყება.
„არჩევნების შემდეგ ნახეთ, რა იქნება, შეიძლება ლარი 2.7-ზე ქვემოთ ჩამოვარდეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის ეთერში. მისივე თქმით, ლარს არაფერი სჭირს.
2019 წლის აპრილიდან საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას გეგმავს. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასთან ბოლო ეტაპზეა.
ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები მოითხოვენ, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომაზე დააყენებს, რომელიც 19 ნოემბერს არის ჩანიშნული.
საქართველოში საქმიანობის უფლება მხოლოდ სერთიფიცირებულ გიდებს ექნებათ. „ბიზნეს მედიის“ ინფორმაციით, ახალი რეგულაციები 2019 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციებს ტურიზმის კერძო სექტორთან…
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება. საწარმოები 2019 წელს ამოქმედდება და თითოეული დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.
საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა. რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიაზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11