weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეკონომიკა

აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზის რაოდენობის მიხედვით საქართველოში პირველ ადგილს კახეთის რეგიონი იკავებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, კახეთზე ქვეყანაში წარმოებული თევზის 35.1 % მოდის. მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი…

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ 30 ნოემბრის სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა დაითვალა და დღეის მდგომარეობით, ის 7 მილიონ ლარს აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მილიონ ბოთლამდე ღვინო (0.75 ლ), რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განმარტებით, „შესაძლოა ოდნავ დაგვიანდეს“ სპეციალური ვებგვერდის გაშვება, სადაც მოქალაქეს შეეძლება გადაამოწმოს, შეეხება თუ არა ვალის ჩამოწერის პროგრამა.

Manifest.ge–ზე განთავსებულია პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები თბილისში, რიყის პარკში მდებარე ე.წ. დოქების ნაგებობაში ქართული ღვინის მუზეუმის გახსნას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. როგორც ურუშაძემ განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა.

„კრიპტომატი“ (Cryptomat) – კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. გაიზარდა მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3000 ლარამდე თანხა ტრანზაქციის დასრულებისთანავე – ყოველგვარი…

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს…

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზის მილები სოფელ სალიბაურიდან ხიჭაურამდე 65-კილომეტრიან მონაკვეთზე ჩაიდო, რის შედეგადაც ბუნებრივი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]