weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეკონომიკა

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით 2019 წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 9 დეპუტატმა მისცა. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 13 090.0 მლნ ლარით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო…

სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Vali.ge მონაცემები განახლდა. დღეს ერთიან ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა.

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ქარხნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოების შემცირების გამო მიიღეს.  

რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 6.8 მილიონი ევრო დაიხარჯება. ოთხწლიანი პროექტი 2019 წელს დაიწყება.

„პურზე ფასის მკვეთრი მატება გამოსაძიებელია - ეს არის ჩვენი პოზიცია. შესაბამისი ორგანოები ამით უკვე დაინტერესდნენ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობით და ინტერნეტით. ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია უკვე იწყება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით…

ვებგვერდი, სადაც სესხების განულებასთან დაკავშირებით მოქალაქეების მონაცემები აიტვირთება, Vali.ge იქნება. ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება და როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამი ბანკის - „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2018 წლის მესამე კვარტალში, 322.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2%-ით ნაკლებია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული…

მთავრობამ პარლამენტს „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 269 მილიონი ლარით მცირდება. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ვერ მოხერხდა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]