საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხაძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ცეცხლი სოფელ მეკეიძეებთან 25 კილომეტრით დაშორებულ შავნაბადას მთაზე ბუჩქნარს უკიდია. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, ხანძარი დაახლოებით 3 ჰექტარზეა გავრცელებული.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლების, ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გვიან საღამოს ბუჩქნარს გაუჩნდა და ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთსა და მცხეთა–მთიანეთში დღეს გაჩენილ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს–ს ინფორმაციით, თელავის სოფელ ართანაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, დანარჩენ რეგიონებში კი სამუშაოები მიმდინარეობს.
თუშეთის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენმა სამი გაფრენა უკვე განახორციელა და ცეცხლის კერებს 6 ტონაზე მეტი წყალი დაასხა. დღეს ვერტმფრენი დაღამებამდე იმუშავებს და კიდევ 4 გაფრენის…
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან დაახლოებით 3–4 კილომეტრში, ტყეში ცეცხლი უკვე 10 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც „მთის ამბების“ რეპორტიორი თუშეთიდან გვატყობინებს, ფიჭვნარის დიდი ნაწილი სრულად არის დამწვარი.
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ტყე იწვის. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მთის წვერზე, ცეცხლი ფიჭვებს უკიდია. როგორც გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ „რეგინფოს“ უთხრა, ხანძრის ადგილზე ომალოს სამაშველო ჯგუფია გასული.
თელავის რაიონის სოფელ ართანის ტყეში ძლიერი ხანძარია. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ბესიკ გაიპარაშვილმა "რეგინფოს" უთხრა, რომ ხანძარი მთის ფერდობზე, დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის დახმარება იქნება საჭირო.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია და უახლოეს საათებში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებული იქნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ჭალის მუხის სახეობის ხეებს ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ ჭრიდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11