weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გარემოს დაცვა

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ტყის ხანძრების ჩაქრობაში დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი გამოაგზავნეს, რომელიც 8 ტონის ტევადობისაა. АН-32П ტიპის უკრაინული თვითმფრინავი ოდესიდან ბათუმის მიმართულებით უკვე გამოფრინდა.

აბასთუმნის ტყეში ხანძარია

სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 13:58

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმნის ტყეში ცეცხლი გაჩნდა. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ცნობით, კურორტის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან, სადაც წყლის აღების დროს ვერტმფრენი ჩავარდა და 1.3 ტონა საავიაციო საწვავი ჩაიღვარა, მყისიერად მოხდა…

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დღეს, დილიდან საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 300 მეტრში ხმელ ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება.

პირიქითა ხევსურეთში, ანდაქის ხეობაში, სოფლების ბახაოს და ანდაქის ტერიტორიაზე, ასევე ხიდოტნის მთაზე ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ბახაოში ტოლხა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლი და საქონლის სადგომი დაიწვა. ძირითადად სათიბ საძოვრები იწვის, თუმცა…

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის მიმდებარე სოფლებში ჰაერის ხარისხის კვლევა ჩაატარა. სააგენტოს განცხადებით, დადგინდა, რომ ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია.

საგანგებო შტაბის განცხადებით, ბორჯომის რაიონში ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობია დამწვარი. გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებმაც ღამით, არჯევანიძის…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბაში, მდინარე მტკვარზე, ჩამკეტი კაშხლის მონაკვეთზე, წყალში ჩაგებული 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი, ე.წ. „ხის ფაცერი“ ამოიღეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]