საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სერვისების გუნდი ხანძრით დაზიანებული ბორჯომის ტყის აღდგენაში დასახმარებლად საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
თუშეთის სოფელ ხახაბოსთან ხანძარია და ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, ცეცხლი ნახანძრალ ტერიტორიაზეა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს.
თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძარი 11 სექტემბერის საღამოს სამ ადგილას გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და სრული ჩაქრობა სავარაუდოდ…
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ნაწილი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა რჩება.
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, მთის ფერდობზე არსებულ ტყეში 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები რჩებიან.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შემოწმების მიზნით ცემენტმზიდი გააჩერეს, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით, დალუქული და დაზიანებული ჰქონდა ლუქები.
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.
სასაკლაო „ახალციხე –აგროფუდში“ დაკლული ცხვრის სისხლი მდინარე ფოცხოვში სპეციალურად გაყვანილი მილით ჩაედინება. „სამხრეთი კარიბჭის“ ინფორმაციით, სოფელ სხვილისში მდებარე სასაკლაოში ერთ დღეში დაახლოებით 700–750 სული ცხვარი იკვლება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11