საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის რაიონის სოფელ ლალისყურთან ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, შვლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო - მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა.
კინჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა დაიწყო. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულებამდე ვიზიტორები ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ.
თელავის რაიონის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო გზასთან დაშავებული შველი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცხოველს სამი კიდურის ღია მოტეხილობა აქვს, რაც სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება. ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და…
31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. პროფესიული დღე ქართველ რეინჯერებს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიულოცა. სამინისტრომ 37 რეინჯერი დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის…
ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დღეს დილით მოხერხდა. პირველადი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლს სრულად უახლოეს საათებში ჩააქრობენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში ტყე იწვის. ცეცხლი 6 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ძლიერი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ცდილობენ.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს განმუხური-სარფის მონაკვეთზე, 2017 წელს, დელფინების ნაპირზე გამორიყვის 57 შემთხვევა დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზღვის ძუძუმწოვრების დახოცვის მიზეზი შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული…
ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიებზე ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეტერიას მოიცავს.
ოკაცეს კანიონი რამდენიმე დღე ვიზიტორების მიღებას ვერ შეძლებს. მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კანიონის დაკეტვის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც სავარაუდოდ 3-4 დღე გაგრძელდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11