weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

ადამიანის უფლებები

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს, რომელიც ბოლო ორი წელი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება. ახიადოვი შიშობს, რომ თუ ეს ასე მოხდება, რუსეთის ციხეში…

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას და მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორის, თეა იოსელიანს მიმართ მუქარაში 1986 წელს დაბადებული ბ.მ. ამხილეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, ვინაიდან კომპანიამ 1943 და 1937 წლებში დაბადებულ პირებს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას იწყებს. მეარაყიშვილის მოთხოვნაა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები შეხვდნენ და მისი მდგომარეობით დაინტერესდნენ.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გაათავისუფლეს, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. კვესიტაძე საჩივრით ითხოვს მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობის შესახებ დისკუსის დაწყება მნიშვნელოვანია. ნინო ლომჯარია შესაბამის სამთავრობო უწყებებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრობლემის განხილვაში.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელისა და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლება, ბუნებრივად გამოიწვევს არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, გვარამიას გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული, გირაოს სანაცვლოდ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]