weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

ადამიანის უფლებები

ფაშისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს, რომელსაც ბრალად საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედებოდა, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოქალაქე ო. ც.-ს სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს, რომელმაც დმინისტრაციული სარჩელი მოამზადა და სასამართლოში ო.ც.-ს ინტერესებს…

ვენეციის კომისიამ თავის პერიოდულ გამოცემაში 2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ხუთი გადაწყვეტილება შეიტანა, რომელთა შორის მარიხუანას შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც არის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ლევან თორიას, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების…

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან „დეპორტირებულების საქმის“ უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა მოითხოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე, რომელსაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს სარჩელით მიმართავს. კაპანაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაიცავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, რითაც ჟურნალისტ ეკატერინე მიშველაძესა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავა საბოლოოდ დასრულდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]