weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

ადამიანის უფლებები

სახალხო დამცველი გამოეხმაურა 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა განსაკუთრებულ პრობლემად რჩება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში მიიღო. ადვოკატები სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლებიც გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და სასამართლო სხდომების დახურვას…

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის ყველა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშნის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის…

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დააკავა ლენტეხში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი, რომელსაც 8 შვილი წლების განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ამირან დევნოზაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით არ უზრუნველყო, რის გამოც მგზავრი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც მისი ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტებში, 5 აპრილს და 2 ივნისს, ადამიანების გარდაცვალების ფაქტებზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა გვანცა დოლუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. შსს საპროტესტო წარწერის, „მკვლელი ქუჩაშია“, გამო გვანცა დოლუაშვილის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე იხილავს საბერძნეთის მოქალაქეების - პროკოპი სავვიდისა და დიანა შამანიდის სარჩელებს. დავის საგანია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის 3.3 პუნქტი, რომლითაც შეჩერებულია უცხოელის მიერ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]