საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ჭიათურაში დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობლების განცხადებებს, რომლებიც სამართალდამცავებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ და პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით მე-10 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის…
ჭიათურაში, პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სამი ახალგაზრდა 10 დღეა ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში შიმშილობს. დღეს მათ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ქვემო ქართლის საოლქო პროურატურამ გაითხოვა. საქმეს მარნეულის პოლიცია იძიებდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ჯერ საჯარო ბოდიში…
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილისთვის 2007 წელს სიმბოლურ ფასად გადაცემულ ბინაზე ყოფილი მესაკუთრის დავა უზენაეს სასამართლოში მორიგებით დამთავრდა, - როლანდ ბლადაძეს სახელმწიფო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე 263 კვ.მ ბინას,…
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი სამართალდამრღვევებად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო 11 ქალს სასამართლოში უჩივლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 ივნისს, გუდაურში, ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს, ინციდენტში მონაწილე პირები გუშინვე…
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი…
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა მოსარჩელე გია ფაცურიასა და მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს შორის სოციალურ ქსელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელი ფორმების გამოყენებას.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11