weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ადამიანის უფლებები

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთი და იმავე გვარის ახალგაზრდების დაქორწინების გამო, გვარის უფროსები „სირცხვილის ჩამორეცხვის“ მიზნით, მათი მშობლებისგან, ორივე მათგანის მოკვლას ითხოვდნენ.  

21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე, მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013“-ს, კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2013-2018 წლებში ოჯახში მომხდარი დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთშია დაფიქსირებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, ამ წლებში ოჯახში მომხდარი დანაშაულებიდან 6 464 ძალადობაა, 172 ჯანმრთელობის დაზიანება და…

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე ითხოვს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილმა მასთან…

„ქუჩაში რომ გამოვდივარ, მე არვიცი, ჩემს სახლთან ვინმე დამხვდება და ჩამარტყამს თავში რამეს თუ არა, ამიტომ მოვედი პოლიციაში“, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ,…

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 32 წლის ა.ნ. დააკავეს. დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მკვიდრია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული 33 პირის სასარჩელო მოთხოვნა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას მოსარჩელეების მიმართ 3000 ლარის გაცემა დაავალა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. შს მინისტრის თქმით, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]