საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით (გამოძიების მონაცემის გახმაურება) გამოძიება დაიწყო იმ პირთა ვინაობის დასადგენად, ვინც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე ტელეკომპანია…
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს…
ჭიათურაში, პოლიციის უფროსის თანამდებობიდან ლაშა ჩხიტუნიძის გათავისუფლების მოთხოვნით ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელებმა რამდენიმე ახალგაზრდა ცემეს, რომლებსაც დაზიანებები აქვთ მიღებული.
საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.
სამართალდამცავებმა 1962 წელს დაბადებული ლ.გ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გეი აქტივისტის, ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას მიმართა. საია ნიკა გორგილაძის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული, 59-ს კი სასჯელი შეუმცირდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126.1 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სასჯელის ზომად კი 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში 18 წლის ახალგაზრდამ ყოფილი თანაკლასელი 2017 წლის დეკემბერში მოკლა.
სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისთვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11