საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ე.წ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრებიდან 5 პირს, ლადო სადღობელაშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს, ოლეგ დანგაძეს და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი…
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რომელიც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, მის მიმართ თვალთვალისა და კონტროლის ფაქტებზე პერსონალური მონაცემების…
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, მისი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ანა დოლიძე საბჭოს იმ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა, რომლითაც ის უვადოდ დასანიშნ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისა და კენჭისყრის…
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, გაზეთის რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს, იაკობ ბლუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. პროკურატურა ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
საქართველოს პარლამენტმა 95 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. 17-წევრიანი კომისიის თავმჯდომარედ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აირჩიეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, სასამართლოს მიმართავს. დევდარიანი 8 ქალს მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთან, გოჩა ბლუაშვილთან, რომელიც ძმასთან ერთად, რძლის და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაშია ბრალდებული, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11