weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ადამიანის უფლებები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სამუშაო ადგილზე 4 მუშა დაიღუპა, 5 კი დაშავდა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ვითარება საგანგაშოა და ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოითხოვს მკაცრი ზომების მიღებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი წარადგინა. საია ირაკლი ხვედელიძის სახელით ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომლითაც პირს გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება ეზღუდება.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოუწოდა კომუნალური გადასახადების დასაფარად ფინანსური დახმარება, უსინათლო პირების მსგავსად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გამოყოს.

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გლდანის ციხეში მყოფმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ, აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციელებმა ცემეს, აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის იმის მოთხოვნა, რომ სკოლაში ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) გარეშე იარონ, გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები 86 წლის სირანა ბარბაქაძე უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია. გარდაცვლილად ის 9 თვის წინ გამოაცხადეს და პენსიაც შეუწყვიტეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების…

ბათუმის ორ სკვერში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები მშობლებმა თვითნებურად აიღეს. ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშობლების ნაწილს სკვერში ადაპტირებული ატრაქციონები არ მოსწონს, ნაწილი კი ამბობს, რომ საქანელებს მათი შვილებიც…

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სააგენტო „პირველს“, ვინაიდან მიიჩნია, რომ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ გამოყენებული ტერმინი „ციგანი“ დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და აძლიერებს ბოშა…

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი განიხილა. კანონპროექტს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]