საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალქალაქში მუდმივად მცხოვრებმა სომხეთის მოქალაქეებმა გარნიკ ვარდერესიანმა, არტავაზდ ხაჩატრიანმა და ანი მინასიანმა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ კანონი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები…
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის განცხადებით, რომ სააქციო საზოგადოება „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ შეფუთვის შინაარსი და სარეკლამო კამპანია სექსისტურია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო სცნო ე.წ. ცრუ დასმენის საქმეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენი დაადგინა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების მსხვერპლი ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას 3 000 ევროს გადახდა და გამოძიების წარმოება დააკისრა. საქართველოს მოქალაქე დ.ჩ.-მ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 2014 წელს შეიტანა და განაცხადა,…
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, კომპანიამ ორსულობის გამო შვებულებით სარგებლობის შემდეგ დასაქმებულს მომსახურების ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ლიტერატურის სახელმწიფოსთვის ნებაყოფლობით გადაცემის სულ 7 ფაქტი დაფიქსირდა. შვიდივე შემთხვევაში გადაცემული წიგნები ისლამის შესახებაა, მათ შორის არის ყურანიც.
„სკოლებში ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. უფროსების და თანატოლების მხრიდან ხშირია ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით…
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში სახალხო დამცველი პოლიციის წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებს, რაც სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის შეუფერებელია და საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და ქმნის წინაპირობას დანაშაულის წახალისებისთვის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველს მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე გოგონას სახელით. საქმე ეხება დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასთვის სკოლის ტერიტორიაზე ჰიჯაბის ტარების აკრძალვას.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11