საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ თელავის მერობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან ნიკოლოზ ვარდოშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და მის დაჯარიმებას ითხოვს 500 ლარით. კალმახელიძე ვარდოშვილს საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელშეშლას ედავება.
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ცნო დამნაშავედ.
2011 წლიდან 30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად 2006 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, რომლის შედეგადაც, იძულებითი გაუჩინარება…
ბათუმის საქალაქო სასამართლომ "თანასწორობის მოძრაობის" წევრები თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, სამართალდამრღვევებად ცნო და 300 - 300 ლარით დააჯარიმა. კუსიანი…
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი, რომლებიც სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით დღეს, დილით დააკავეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის ანა მდინარაძის განცხადებით, „თანაწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელ დირექტორს ლევან ბერიანიძეს, რომელიც მოძრაობის კიდევ ერთ წევრთან ერთად პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს, ძალადობის კვალი სერიზოულად ეტყობა. ბერიანიძეს დაზიანებების აქვს სახის…
გვიან ღამით პოლიციამ ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავა. დაკავებულების ადვოკატმა სალომე ღოღობერიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ბერიანიძე და კუსიანი ნაცემები არიან და ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ. ადვოკატის…
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც თავის ქვეყანაში რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით იდევნება, საქართველომ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ლტოლვილთა სამინისტროს განმარტებით, მისთვის თავშესაფრის მიცემა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ბაქოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა. მისი ადვოკატი ნემათ ქერიმლი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11