weather cur horoscope tv
ივნისი 07, 2025

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პარლამენტთან 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ სწორი ნაბიჯი იქნებოდა, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. როგორც კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მას ვერ ვიხილავთ ვერც მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო პროცედურებსა და გამარტივებული ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მონაწილეებს…

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შესაწყალებელ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ზუგდიდში ძმამ ძმა მოკლა

შაბათი, 28 სექტემბერი 2019 12:21

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ძმამ ძმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მისი და დავით ზალკალიანის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. როგორც ლავროვმა განაცხადა, შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი…

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ვარკეთილში 16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია ექვსი პირი, რომლებმაც არასრულწლოვანს შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში მობილური ტელეფონი წაართვეს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ჰოლანდიის მოქალაქე ხევში გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი ტურისტების ჯგუფთან ერთად ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

ვარკეთილში 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე ექვსი პირია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ ბრალად ედებათ ძარცვა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ, დეპუტატებმა, საქართელოს შეიარაღებული ძალების 21-ე კადრირებული ბრიგადის სამხედრო…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]