weather cur horoscope tv
ივნისი 07, 2025

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9737 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს კურსი 3.2684 ლარია.

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება უნდა გაფორმდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი ვარაუდობს, რომ მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მოწმის სახით გამოკითხეს. როგორც დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, პროკურატურას და გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 15:23

„თბილისობა 2019“ 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისობის“ ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები ოთხ სხვადასხვა ადგილზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის…

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს. ამის შესახებ ტელეარხის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მარნის დემონტაჟის დროს ორტონიანი ქვევრი და ბაზალტის მოზრდილი ქვა აღმოაჩინეს, რომელზეც მხედრული დამწერლობით შესრულებული წარწერებია.

ბელა ხოტენაშვილის და ლელა ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი თელავის თეატრში საზეიმოდ გაიხსნა. ტურნირი 26 სექტემბრის ჩათვლით წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძემ 1998 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი დაამთავრა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]