weather cur horoscope tv
ივნისი 07, 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციად შეაფასა ბათუმის მერიის მიერ მუსლიმი თემისთვის ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამით მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება…

ქალაქ რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში მშობლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ითხოვენ, სხვა სკოლაში გადაიყვანონ მეექვსე კლასის მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი ძალადობაში ადანაშაულებს. მასწავლებლის თქმით, 27 სექტემბერს მოსწავლემ კიბეზე დააგორა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. როგორც მან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ფუნდამენტური პოლიტიკური სხვაობაა, რის მაგალითადაც მან გიგა ბოკერიას ფასეულობები დაასახელა. „ერთმა ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ მომხდარიყო ბევრი…

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ნაკრები დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 33-7 სძლიეს და პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულაც აიღეს.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.

29 სექტემბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესულ მანქანებს პოლიცია აჩერებს და ამოწმებს. როგორც სამართალდამცავებმა „რეგინფოს“ განუმარტეს, ავტომობილებს სამინისტროს დავალებით ამოწმებენ, რათა რთველისთვის ამბროლაურში სადაც ღვინო „ხვანჭკარის“ მიკროზონაა, ვინმემ არაენდემური ჯიშის ყურძენი არ შეიტანოს.

საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა მოქალაქეებისთვის ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]