weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ფორმულას“, რომელიც მაუწყებლობის ავტორიზაციას ითხოვს, წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ხუთდღიანი ვადა მისცა.

15 წლის წინ ბათუმში ჩამორთმეული ბინა როლანდ ბლადაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისგან, გიორგი პაპუაშვილისგან გამოისყიდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის განცხადებით, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს, ახალი როკის გვირაბი იქნება.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ (China Railway 23rd Bureau Group Co) გააფორმა.

ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ 2019 წლის რთველის განმავლობაში კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შეძენაზე დაბალი მოთხოვნა იქნება. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამის მიზეზი რუსეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტის…

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე გაუჩინარებული ტურისტებიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს, მესამე კი დაშავებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ისინი ბელარუსის მოქალაქეები არიან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, ბრენდირებული სარეცხი საშუალებების „პერსილისა“ და „არიელის“ სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების შემთხვევა გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მღვდელმა ექვს ძროხას სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. როგორც ისინი „რუსთავი 2“-თან ამბობენ, მამა მიქაელი მათ ეკლესიასთან მდებარე ტყეში საქონლის გაშვებას უკრძალავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე მესამედ გამოცხადებულ კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, 7 უკვე მონაწილეობდა წინა კონკურსებში და სამეურვეო საბჭოს წევრთაგან საჭირო სამი ხმა ვერცერთმა…

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, 700 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]