საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქობულეთში, შტორმის დროს ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შესულ და დაღუპულ ავთანდილ ცხვედიანს ძეგლს დაუდგამენ. „ტვ 25“-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს სოციალურ ქსელში ამ მოთხოვნით დაწყებულ კამპანიას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც თორმეტი პირი დააკავეს.
უშგულში, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ დღეს გამართულ აქციას, რომლის დროსაც დაზიანებული კოშკების გამაგრება მოითხოვეს, ხელისუფლება კი უყურადღებობაში დაადანაშაულეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა. სააგენტო აქციის მონაწილეთა პროტესტს არ ეთანხმება და…
„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ახალ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ძლიერი ქვეყნის შექმნა მხოლოდ თავისუფალი, ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 7 წლის ბიჭი სარწყავ არხში დაიხრჩო. სოფელში მერის წარმომადგენელმა, დავით სუმბაძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ბავშვი საბანაოდ თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.
ქალაქ გურჯაანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის მშენებლობა რამდენიმე კვირაა დაიწყო და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიწის მოსწორებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და სულ მალე მშენებლობის პროცესი დაიწყება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ყინწვისის მონასტერში იატაკის შეცვლა ტაძრის წინამძღვრის თვითნებური ქმედებაა, რაზეც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისგან, მეუფე იობისგან რეაგირებას ელოდება.
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ უშგულში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი ჩამოშლილი კოშკის რესტავრაციას, დაზიანებული კოშკების გამაგრებას და ზვავისგან დამცავი მოწყობილობის დამონტაჟებას ითხოვენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასულები არ ყოფილან, სიცრუეა.
„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა, ია კიწმარიშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ტელეკომპანიის 30%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11