საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც სასამართლო განმარტავს, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო მიიღეს.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანიის დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშრებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) შიშობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად სოფელი წყლის გარეშე დარჩება. უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს განაახლეს.
ამერიკის თავდაცვისა და საზღვაო ძალების ატაშეებმა კაპრალ რამაზ დავითაიას ხსოვნას პატივი მიაგეს. რამაზ დავითაია ავღანეთში, ნატო-ს აისაფის მისიაში მსახურებისას 2015 წელს გარდაიცვალა.
17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.
საქართველოს ფინანსთა-მინისტრის განაცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში არსებული მანკიერი პრაქტიკა, რომლის დროსაც ტელეკომპანიების მიერ სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა ხდებოდა, უნდა დასრულდეს.
ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ომის დაწყების 27-ე წლისთავს. მამუკა ბახტაძის თქმით, 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი…
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც მეტ ტურისტს, ადგილობრივებისთვის მეტ შემოსავალს და სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს განცხადება ბახტაძემ ბაკურიანში გააკეთა, სადაც ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ ხელშეკრულება…
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა (ტაქსი), რომელსაც მგზავრები თბილისში მიჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და…
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის თორმეტი ახალი მიმართულებით ფრენებს 2019 წლის ბოლოდან აღარ შეასრულებს. როგორც კომპანია განმარტავს, ამ ვადამ 2020 წლის მეორე ნახევრამდე გადაიწია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11