weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

„ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ხულოში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაბა ხულოს N1 უბანზე მისულს, დერეფანში მოუწია ლოდინი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 8.1% იყო. ცესკოს ცნობით, სულ 120 837 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 9 734-მა მიიღო.

დასრულდა 2018-2019 წლების ბუნდესლიგის გათამაშებაც, რომლის გამარჯვებულიც ისევ მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა. „რეკორდმაისტერმა“ გერმანიის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ, სულ კი 29-ედ მოიპოვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში, საარჩევნო პროცესებმა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეში, ერთ-ერთმა…

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირიექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მზად არის არჩევნების გაყალბების ფაქტის გასაჯაროების სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს. გვარამიას თქმით, ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც პასპორტს წაართმევენ, ან სხვაგვარად…

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა. მეორე ადგილზე იტალია გავიდა, ხოლო მესამეზე – რუსეთი.

დღეს, 19 მაისს, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებისთ, 19 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, საარჩევნო უბნებთან დრონები იქნება მობილიზებული, თითოეული უბნიდან კი კენჭისყრის პროცესის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, ხევში 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ლეჩურის მკვიდრი იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]