weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა. პროექტი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი და…

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

რუსთავის ცენტრალურ პარკში უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ქალი დაცვის თანამშრომელმა გადაარჩინა, რომელმაც მისი ყვირილი გაიგო. უცნობმა კაცმა მიმალვა შეძლო.

ლეგენდარული ავსტრიელი მრბოლელი, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გარდაიცვალა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ფერმის დარაჯს თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გასტაცეს. Jnews-ის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა საქონლის დაბუნება მანამდე შეძლეს, ვიდრე თურქეთის საზღვარზე გადარეკავდნენ, თუმცა ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.

თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის,…

სტიქიის შედეგად წყლის სათავე ნაგებობების დაზიანების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ფშაველს, ლალისყურსა და ლეჩურს დროებით შეუწყდა წყალმომარაგება, რის გამოც, საჭირო გახდა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, ტელეკომპანია „იმედს“ გამოკითხულთა 32% ენდობა, 28% „რუსთავი 2“-ს, 4% კი ტელეკომპანია „პირველს“.

ესპანეთის ქალაქ ხიხონში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან კუს აგდებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]