საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს 81 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებით ფერმერები საწვავს ვერ იყიდიან. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, მათ ისეთი საქონლის შეძენა შეეძლებათ, როგორებიცაა სასუქები, პესტიციდები…
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დევნილი ოჯახების ბინებით უზუნველყოფის მიმართულებით „გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია“. ღარიბაშვილი დევნილებს ბინების გადაცემა/დაკანონებას 3-4 წელში დაჰპირდა.
„ალტ-ინფოსა“ და მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ დემოკრატიის არ სჯერა.
„ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველი კლასის რიგითმა, ჯ. ა.-მ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა, რაც ვიდეოსამეთვალყურეო კამერამაც დააფიქსირა.
მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები მიწის დასამუშავებლად სუბსიდიას მიიღებენ.
215 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი ივნისიდან 50 ლარით გაზრდილ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის თქმით, უკვე თავადაც ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ მან იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა.
„განახლებული გურჯაანის ცენტრალური პარკი, ახალ სიცოცხლეს შეძენს მუნიციპალიტეტს. ეს სივრცე, სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი გახდება და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრად იქცევა, რაც თავის მხრივ ადგილობრივებისთვის მცირე…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11