weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კახეთის 85-კილომეტრიანი ავტობანის თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი (ვაზიანის შემოვლითი გზა) მონაკვეთის მშენებლობა 2024 წლისთვის დასრულდება. ამის შესახებ დღეს, კახეთში ვიზიტის დროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმა განაცხადა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში მდებარე აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა და 29 661 ლარია გამოყო.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად მიიღო. ამის შესახებ მან უკრაინაში თქვა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია სამი პირი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 2500-დან 3000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ისრაელის ქალაქ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებების შედეგად 150-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ დაზიანებები ძირითადად რეზინის ტყვიებით, პოლიციის ხელკეტებით ცემითა და შოკური ხელყუმბარების მოქმედებით აქვთ მიყენებული.

ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ყოფილ მთავარ ბუღალტერს, ლელა წკრიალაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ბიუჯეტიდან 144 000-მდე ლარის მითვისება…

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორისასთან მდებარე საპატრულო პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით დაკავებული მოქალაქე ს.ჭ. მეორე სართულიდან გადმოხტა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი…

9 მაისამდე კიევში სახელს შეუცვლიან ყველა ქუჩას, გამზირსა და ობიექტს, რომელთა ამჟამინდელი სახელები რუსეთის ფედერაციას უკავშირდება. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]