საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„საქართველოში ელჩს დავაბრუნებთ მაშინ, როგორც კი მთავრობის ლიდერების მხრიდან მხარდაჭერას ვიგრძნობთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
უკრაინის შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მოლდოვამაც შეავსო. დღეს, 22 აპრილს, ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ დოკუმენტი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, იანის მაზეიკსს გადასცეს.
რუსეთის არმია, უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მეორე ფაზის ფარგლებში, დონბასსა და „სამხრეთ უკრაინაზე“ სრული კონტროლის დამყარებას გეგმავს, რაც ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფას ნიშნავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ცენტრალური სამხედრო ოლქის…
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლები 30 აპრილიდან კოპიტნარის სადგურშიც გაჩერდებიან, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.
„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეთაურის, გიორგი ქუფარაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლების გუშინდელი განცხადება, რომ მარიუპოლი აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ქუფარაშვილმა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არსებული ვითარება ახსნა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ყოველწლიური „პატრიოტული აქციის“ ჩასატარებლად ემზადებიან, რომლის ფარგლებშიც 1-3 მაისს 10 ათასზე მეტ ე.წ. გეორგიევსკის ლენტს დაარიგებენ.
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენოსოვა აცხადებს, რომ შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
პარტია „ლელოს“ წევრები პარლამენტში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების – წმინდა გიორგის ლენტს, Z და V-ის გამოყენება საქართველოშიც დასჯადი გახდეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11