საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4.5 მილიონ…
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდვანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მნიშვნელოვანი დანაკარგი“ განიცადა. Sky News-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ „მათთვის ეს უდიდესი ტრაგედიაა “.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების შესახებ. 193-წევრიანი ასამბლეიდან რეზოლუციას მხარი 93 ქვეყანამ დაუჭირა, რომელთა შორის საქართველოც არის.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფემ დიმიტრიმ (შიოლაშვილი) განაცხადა, რომ ათეული წლებია რუსეთი თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ „მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული“.
პარლამენტში უკრაინის საკითხზე პარტია „ლელოს“ მიერ წარდგენილ რეზოლუციას „ქართული ოცნების“ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, „მსგავსი ინიციატივა საინტერესო არ არის“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ვასილ მაღლაფერიძე აბსურდს უწოდებს გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანისა და ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას პირველ არხზე „შავი სიების“ არსებობის შესახებ.
მომხმარებლების წახალისების და მხარდაჭერის მიზნით თიბისი ბიზნესი, ვისოლი და ვიზა ერთობლივ აქციას იწყებენ, რაც გულისხმობს, რომ ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე გადახდილი თანხის 10% უკან დაგიბრუნდებათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.
პარტია „ლელოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტს „უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს. პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას…
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. დმიტრო კულებამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ძალიან მარტივი დღის წესრიგი აქვს, რადგან მასში…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11