weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამის შესახებ მან BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ გუმაშვილის ოჯახსა და ნათესავებს გარდაცვლილის ცოლმა დღეს, დილით, სირიიდან შეატყობინა. ჯოყოლოში, გუმაშვილის ოჯახში სამძიმარს იღებენ.

სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიულოცა. მან ზურაბიშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი სრულ მზადყოფნაშია, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში განაცხადა, სადაც არჩევნების მეორე დღეს მხარდამჭერებს შეხვდა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და მის წინაშე ოპოზიციას მორალური და პოლიტიკური ვალდებულებები არ გააჩნია.

არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ მის შედეგებს, – განაცხადა ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდათ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს.

„არჩევნები, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ფასდებოდა, როგორც მშვიდი და არაფრით გამორჩეული, დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა“, – აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, დღეს ქვეყნისთვის გადამწყვეტი პერიოდია და მოქმედების დროა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი FIFA-ს განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით აღზევდა. ნოემბრის რეიტინგში ვლადიმირ ვაისის გუნდმა 92-ე პოზიციიდან 89-ე ადგილზე აინაცვლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]