weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო 1989-1993 წლებში, 94 წლის ასაკში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კვირას, 2 დეკემბერს, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პროპორციული საპარლამენტო არჩევნები მთავრია და…

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის 6 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ.

2018 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალს, რომელიც „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის უნდა გაიმართოს, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუ“ 9 დეკემბერს უმასპინძლებს, თუმცა CONMEBOL-ის მიღებულ გადაწყვეტილებას არცერთი მხარე ეთანხმება.

საქართველოს სახალხო დამცველი 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა, თუმცა, როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, დაზარალებულებსა და საზოგადოებას დღემდე…

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-4 გამარჯვება იზეიმა. ილიას ზუროსის შეგირდებმა ტალინში გამართულ შეხვედრაში ესტონეთი დამაჯერებლად დაამარცხეს – 80:73.

იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია, დაზიანებულია ელექტროსადენები და ავტომობილები. სამივე რეგიონში მობილიზებულია 500 მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 30 ნოემბერს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელი შეუშალეს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, დაზიანებულია აპარატურა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ კვირას, 2 დეკემბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შეახებ პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]