weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58%-ით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი მათი დაკვეთით და კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიღებული ხმების რაოდენობით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა შეჩერდა. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი სამაგიდო სიის დაკარგვაა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქართველი ერის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის პარაკლისი აღავლინა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, მე-19 საარჩევნო უბანთან სროლა იყო. ვიდეომასალიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გადაიღო, ჩანს, როგორ გაისროლეს „ჟიგულის“ მარკის ავტომობილიდან.

კახეთის სხვადასხვა საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო უბნებიდან მასობრივად აძევებენ. „რეგინფოს“ მონაცემებით, საარჩევნო უბნებიდან 30-ზე მეტი წარმომადგენელია გაძევებული.

17:00 საათის მონაცემებით,საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი მაჩენებელი დაფიქსირდა ქედის ოლქში – 58%, ყველაზე დაბალი კი წალკაში – 37%.

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ლეონტი ნადარეიშვილს კანონი არ დაურღვევია, როდესაც ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და ბიულეტენი მის მაგივრად შემოხაზა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე სავარაუდოდ არჩევნები ყალბდება.

ირლანდიელმა ვეტერანმა თავდამსხმელმა რობი კინმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. რობი კინი, რომლის ბოლო კლუბი კოლკატას „ატკ“ იყო, ირლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, მიკ მაკკართის შტაბში იმუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]