საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან გერმანიაში ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, თუმცა მათი რიცხვი შემცირებულია. მისივე თქმით, საქართველო ცალსახად უსაფრთხო ქვეყანაა.
ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის…
„საქართველოში ბოლოს 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მე მაშინ მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და ათი წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ პრობლემის…
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს. სვანაძის განცხადებით, ის იმ ავტომობილს მიუახლოვდა, რომელშიც კანცლერი იმყოფებოდა და დაიყვირა „აქ დემოკრატია არ არის“, რა…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მისვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპაცია გერმანიისთვის მიუღებელია.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სოფლებში - ჭუბერსა და ნაკრაში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ თანამდებობა დატოვა. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, კოდუამ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდს მომავალშიც გააძლიერებს.
სვანეთში, უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11