weather cur horoscope tv
მაისი 25, 2025

პრეზერვატივების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „აიისამ“ 2008 წლის აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე სპეციალური კოლექცია გამოუშვა – პრეზერვატივის შეფუთვაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. სუს-ის პრესსამსახურში გოგაშვილის გადადგომის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

იმერეთის ახალი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა წარუდგინა.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მისი დაკითხვა უნდა გაგრძელდეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიისა (2018 – 2025) და მისი სამოქმედო გეგმის (2018-2019) შემუშავება მიმდინარეობს. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საბჭომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და დახმარებისთვის არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო…

მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. მეჩეთებში დილის ლოცვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეები პირუტყვს კლავენ და ხორცს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველებში თანაბრად ანაწილებენ.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა განსაკუთრებულ პრობლემად რჩება.

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფმა ცესკოს უკვე მიმართა, პრეზიდენტობის კანდიდატის საჯარო წარდგენას კი უახლოეს დღეებში გეგმავს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწვერისის მახლობლად, მდინარე მტკვარში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]