weather cur horoscope tv
მაისი 23, 2025

ევროკავშირმა რუსეთიდან ფრინველის ხორცისა და ხორცპროდუქტების შეტანაზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შეზღუდვა რუსეთის მთელ რიგ ოლქებში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსის კერების გაჩენას უკავშირდება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი („ჯი აი ჯი“) განცხადებას ავრცელებს და მზადყოფნას გამოთქვამს, შვილობილი კომპანია „საქნახშირი“…

ზესტაფონში, რკინიგზის ზესტაფონი-შორაპნის მონაკვეთზე, შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჯახების შედეგად მამაკაცმა ზედა კიდური დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

საქართველოს პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, დასაქმებულებს კი ამ პერიოდის განმავლობაში…

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მუნდიალი ფინალში საფრანგეთთან (2:4) წაგების შემდეგ საქართველოც ახსენა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, ტყიბულში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი 25-ვე შახტი დაილუქება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]