weather cur horoscope tv
მაისი 23, 2025

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ პაციენტს 50 %-იანი დამწვრობა აქვს,…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილმა შპს „როჯ ფუდ“-მა, რომელიც 2 თვის წინ დარეგისტრირდა, აუქციონზე უკონკურენტოდ გაიმარჯვა და გარდაბანში, სოფელ აღთაკლიაში მდებარე 3214 კვ.მ მიწის ნაკვეთი 19 500 ლარად შეიძინა.

კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკიში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. შვარცენეგერის შეფასებით, პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე…

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოდან გასვლას ცდილობდნენ. შსს-ს ცნობით, საქმე 15 ივლისს, თბილისში მომხდარ ყაჩაღობას ეხება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გუშინ დაღუპული ოთხი მაღაროელის ოჯახებს მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 149 მგზავრს მოემსახურა. მათივე მონაცემებით, გასული წლის ექვს თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 30.79 %-ით, ხოლო 2016 წლის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]