weather cur horoscope tv
მაისი 23, 2025

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, 2.5 კილომეტრიანი გზა ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის და ბაკურიანი-ანდაზიტი-ციხისძირის გზებს უნდა დაუკავშირდეს.

სტეფანწმინდაში, მყინვარწვერის დასალაშქრად წასული ტურისტული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პოლონეთის მოქალაქე, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე ნაპრალში ჩავარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი მდივანი არმაზ ახვლედიანი წარადგინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე კვლევას ატარებენ. მონიტორინგის მიზნით ნიმუშებს სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში იღებენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი მიწა-კლდის ნაშალმა ჩაკეტა.

ისრაელმა ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ პოზიცებზე საჰაერო იერიშა მიიტყანა. BBC-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იერიში მოჰყვა ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გატყორცნას.

გერმანელმა ჩოგბურთელმა ანჯელიკ კერბერმა უიმბლდონის ფინალში ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული სერენა უილიამსი 6:3, 6:3 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ტრიუმფატორი პირველად გახდა, დიდი სლემის ტურნირი კი მესამედ მოიგო.

სამართალდამცავებმა ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, ერთ-ერთი კლუბის მფლობელი 38 წლის ჯ.ც. და მისი თანამშრომელი - 33 წლის ი.ჩ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს…

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობის დამტკიცებას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]