საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თუშეთის სოფელ ომალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის გოგონა დაშავდა. „მერსედერსის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში ერთი ოჯახის 6…
საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი დააკავეს.
მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა. ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა და საფეხბურთო გვირგვინი ოცი წლის შემდეგ მეორედ დაიდგა. ტრადიციისამებრ კი ჩემპიონი გუნდის გარდა ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეები…
მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე…
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული მეშახტეებიდან ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან დამწვრობის ცენტრში კიდევ ერთი დაშავებულის გადაყვანას აპირებენ.
ნოვაკ ჯოკოვიჩი მამაკაცთა თანრიგში უიმბლდონის 2018 წლის ტურნირის გამარჯვებული გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი მეოთხედ მოიგო, ხოლო კარიერაში მე-13 დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 16 ივლისს, გამთენიისას, შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთში გამართული მსოფლიოს XXI ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული გუნდი გახდა. დიდიე დეშანის გაწვრთნილმა გუნდმა მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11