weather cur horoscope tv
მაისი 22, 2025

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ მესამე საასპარეზო დღეს მესამე გამარჯვება იზეიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით…

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის ექვს თვეში, დისციპლინური პასუხისმგებლობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალდარღვევის გამო დაეკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელს.

თბილისში, გლდანში მდებარე „ბეკოს“ ტექნიკის მაღაზია ბოლო ერთ თვეში მეორედ გაქურდეს. კომპანიის წარმომადგენლის, ხატია ტყებუჩავას განცხადებით, მაღაზიიდან 30 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს. მისივე თქმით, დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი პაულინიო კარიერას კვლავ ჩინურ „გუანჯოუ ევერგრანდში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჩინურმა კლუბმა ბრაზილიელი შუახაზელი „ბარსელონადან“ იჯარის წესით აიყვანა.

საუდის არაბეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალებს ნოტარიუსის ლიცენზია მიენიჭათ. ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალებს ამ პროფესიით დასაქმების საშუალება ექნებათ.  

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე 28 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, მეზობლებს შორის კონფლიქტის დროს მოხდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სირიიდან საქართველოში დაბრუნდა რამდენიმე პირი, რომელიც „რეგინფოს“ ინფორმაციით, 2015-2017 წლებში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. The Guardian-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ ბორის ჯონსონის მიმართვა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს დააკმაყოფილა და გაწეული საქმიანობისთვის მას მადლობა გადაუხადა.

„ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლეთ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]