weather cur horoscope tv
მაისი 22, 2025

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მესამე ადგილზე გავიდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ცუკერბერგზე წინ არიან ამაზონის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ჭუბერის ხეობაში, სტიქიის ზონაში გარესამყაროს არცერთი სოფელი აღარ არის მოწყვეტილი და საავტომობილო მიმოსვლა ყველა სოფელთან აღდგენილია.

ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი აირჩია.

პოპულარული კანადელი ვიდეობლოგერები რაიკერ გემბელი, ალექსეი ლიახი და მეგან სკრეპერი კანადაში, ერთ-ერთი ჩანჩქერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპნენ. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ისინი პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში ჩანჩქერ შენონ ფოლსის თავზე ბანაობდნენ, რა დროსაც ფეხი…

კასპში, კლინიკა „მედალფაში“ გარდაცვლილი მშობიარეს, 31 წლის ნონა ტატანაშვილის ოჯახის წევრები კლინიკის განყოფილების გამგის, გინეკოლოგისა და ანესთეზიოლოგის დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის მამის თქმით, მისი შვილი ექიმების შეცდომისა და დაუდევრობის გამო დაიღუპა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით ბათუმში ნატო-ს სამიტის შემდეგ ჩავალ და კონსულტაციებს გავმართავ, - განაცხადა საქართველოს პრეიზდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდგარ კრეისერ „ავრორაზე“ მართლმადიდებლური ტაძარი აღადგინეს. ეკლესიაში ღვთისმსახურება რელიგიურ დღესასწაულებსა და უქმე დღეებში ჩატარდება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებულ აუქციონზე უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „Caucasian metals terminal“-მა, რომლის ერთ-ერთი მფლობელია ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.  

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში, რომელსაც რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. სასწავლო წელი დასრულებულია და შემთხვევის დროს სკოლაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონში კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს. სოფელ ახალუბნის მცხოვრები 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი რუსმა სამხედროებმა სოფლის განაპირას აიყვანეს და არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]