weather cur horoscope tv
მაისი 20, 2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 15 ივნისს ხელი მოაწერა ეთნიკური ჩეჩენის, 36 წლის ბესლან ლორსანოვის ექსტრადირებას ყაზახეთის რესპუბლიკაში. ლორსანოვი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე…

თურქეთში, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები და მოწინააღმდეგეები მასობრივ აქციებს მართავენ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს - შპს „გეომეფის“ დირექტორს, შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერს და მთავარ ინჟინერს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მათ ბრალად გულგრილობა, უსაფრთხოების…

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ნაჩუქარი ორი სათვალის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა, რის გამოც 100 კანადური დოლარით დაჯარიმდა. CBC-ის ინფორმაციით, ტრუდომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი დაარღვია.

ამერიკული ანტი-დოპინგური სააგენტოს (USADA) ხელმძღვანელი ტრევის ტაიგარტი FIFA-ს მოუწოდებს, შეამოწმონ დოპინგზე რუსი ფეხბურთელები. მისი თქმით, შემოწმება აუცილებელია, რადგან საზოგადოების ნდობა უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიოს ჩემპიონატისადმი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მრჩევლად ჩეჩნეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე აბუბაქრ ედელგერიევი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები 27 წლის ბესლან წუწაშვილი, რომელსაც ოჯახი 16 დღის განმავლობაში ეძებდა და რუსეთის ტერიტორიაზე დაკარგულად მიიჩნევდნენ, თბილისშია. მისი მეგობრების ინფორმაციით, ბესლან წუწაშვილი ჩეჩნეთიდან დღეს დაბრუნდა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.

დღეს, დილით, ზესტაფონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და-ძმა, ლალი და თემურ მახარაძეები დაიღუპნენ. მათთან ერთად მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩები წარუმატებლად დაასრულა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ნაგოიაში იაპონიის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და „მშრალი“ ანგარიშით 0:28 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა უქულოდ ბოლოს 20 წლის წინ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]