weather cur horoscope tv
მაისი 20, 2025

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დღეიდან, სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთო. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს მინიმუმ 30…

მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. როგორც „რეგინფოს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

შვედეთის ნაკრების ნახევარმცველ ჯიმი დურმაზს სიკვდილით ემუქრებიან და რასისტულ შეურაცხყოფას აყენებენ. ასირიული წარმოშობის ფეხბურთელმა მუქარის შემცველი შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღო.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანთან ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსს მგზავრები თბილისიდან ქსნის მიმართულებით გადაჰყავდა.

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტი შვეიცარიის ნაკრების ორი წევრის, გრანიტ ჯაკასა და ჯერდან შაჩირის საქმეს გამოიძიებს, რისი მიზეზიც ფეხბურთელთა მხრიდან გატანილი გოლის აღნიშვნისას გაკეთებული პოლიტიკური ჟესტებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებების მიღება დაიწყო 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება.

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც გიორგი მარგველაშვილის მილოცვაშია აღნიშნული, თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

18 წლის ფოთელმა მძლეოსანმა საბა ხვიჩავამ თურქეთში გამართულ ბალკანეთის პირველობაზე 20 წლამდე ახალგაზრდა ათლეტებს შორის, ოქროს მედალი მოიპოვა.

აჭარაში, ქალაქ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საზღვაო აკადემიის კურსანტებმა ცენტრალური პარკიდან ნავსადგურის მიმართულებით დილიდან საზეიმო მსვლელობა მოაწყეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]