weather cur horoscope tv
მაისი 20, 2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მუსლიმები რამადანის დასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, რამადან ბაირამს (არაბულად - იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავენ. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას…

ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „დათა თუთაშხია“ გერმანულ ენაზე კიდევ ერთხელ გამოიცემა. პოპულარულ ქართულ რომანს გერმანულად კვლავ ალფრედ კრიონერის გამოცემა დაბეჭდის, წიგნის თარგმანზე კი ქრისტიანე ლიხტენფელდი იმუშავებს.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00-დან დილის 07:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. დღის დანარჩენ…

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის სტადიონ „ლუჟნიკებზე“ საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი. გახსნის ცერემონიის შოუში მონაწილეობა პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა და რუსმა საოპერო სოპრანომ, აიდა გარიფულინამ მიიღეს.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ხარაგაულში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/16-ფინალში ზესტაფონის „მარგვეთი 2006“ დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციის უფროსი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც ახალგაზრდა…

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, თემურ აბაზოვს, რომელიც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არის დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.

„ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა…

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]