საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაიაა და მას მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე შექმნის.
17 ივნისს ყვარლის ტბა ვეტერან სპორტსმენებს შორის ნახევარმარათონს უმასპინძლებს. გარბენში მონაწილეობას მამაკაცები (35 წელს ზემოთ) და ქალბატონები (30 წელს ზემოთ) მიიღებენ.
აფხაზეთიდან დევნილები, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინები ვერ მიიღეს, ზუგდიდში აქციას მართავენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისთვის გაწეული უანგარო სამსახურისთვის, წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში 34 წლის დავით გუზიტაშვილი მოკლეს. მკვლელობამდე ორ პირს შორის ჩხუბი მოხდა. გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ, ხის ნაჭერით აქვს მიყენებული.
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია მადრიდში დაიწყო, სადაც თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოების გამო, დღეიდან, 14 ივნისიდან - 1 ივლისამდე, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, პერიოდულად, დღეში 4-ჯერ აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა თითო…
„ეს მე-3 პრემიერ-მინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია 4 უმაღლეს თანამდებობის პირთან - ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი უსუფაშვილი, ბატონი კობახიძე. მინდა, ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი, ყველაზე, ასე ვთქვათ, კომფორტული…
„პრემიერ-მინისტრების შერჩევის ეს მასკარადი უნდა დასრულდეს და მოვუწოდებ მმართველ პარტიას, პრემიერად პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“…
ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკა გვატემალაში „ფუეგოს“ შემდეგ მეორე ვულკანმა გაიღვიძა. „პაკაიას“ კრატერიდან ფერფლი ამოიფრქვა და მასიური ღრუბელი წარმოიქმნა, რის გამოც ქვეყანაში „ლა აურორას“ საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11