საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 9 აგვისტოს, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკის რაიონში მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების მუშაობის შედეგი იყო.
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) კლინიკა „ვივამედში“ მყოფ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი „ასეთი გამხდარი არასდროს უნახავს“.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორად თითქმის ათწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს და გადაწყვეტილი აქვს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება „უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას“ მოახმაროს.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებულს, რომელმაც სასამართლო დარბაზში პროკურორს ფეხსაცმელი ესროლა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ 20-20 ათასი ლარით დააჯარიმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი – „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „პირველი“ კამპანია „შინ ევროპისკენ“ კლიპის ეთერში განთავსების გამო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით - მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების „ჩაშლისკენ ისწრაფვიან“.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა კადრებში…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11