საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ ზედიზედ 6 ორთაბრძოლა მოიგო და პირველ ადგილზეა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტის კონკურენტებს, მათ შორის ორივე იოკოზუნას, მინიმუმ თითო მარცხი აქვთ.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი და მისი მეუღლე დააკავეს.
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, რომ საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.
გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობა შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს, ხოლო მისი ჩადენისათვის სასჯელის ზომად 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დაწესდეს.
ისრაელში, თელ-ავივის რაიონის ქალაქ ხოლონში საქართველოს მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ისრაელში მყოფი ქართველების ინფორმაციით, მამაკაცი, ხორცის ქარხანაში მუშაობის დროს, ხორცსაკეპში ჩავარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, ბოლო ორ კვირაში, 4 ცხენი მოიპარეს. ქურდობის ბოლო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ცხენებს ღამის საათებში, ეზოებიდან იპარავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. ყაჩაღობის ბრალდებით 51 წლის პ.ჭ. დააკავეს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა დიდიე დეშანმა რუსეთში გასამართი მსოფლიო პირველობისთვის 23 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებული განაცხადი გამოაქვეყნა. მოახლოებული ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ გუნდში რამდენიმე სიახლეა.
ქუთაისში 67 წლის დის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა დას სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში 20 და 22 წლის ძმები დაჭრეს. დაჭრილები გორის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11