საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა შესრულდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 39 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილი კი დროებითი…
თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის კანცელარიასთან გამართული ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეზე თავდამსხმელი არასრულწლოვანია.
საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება დღეს საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე მიიღეს.
ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ეს არის ადამიანის ამაღლებასთან ბრძოლა, განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგებისას.
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. საქართველოს მოსახლეობა 28 %-ით, 1 170 000 ადამიანამდე მცირდება. ამავე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალას ყიდის. აუქციონი 16 მაისს გამოცხადდა და 14 ივნისს დასრულდება. კურორტის საწყისი გასაყიდი ფასი 3…
ხონში, ზუგდიდში და სამტრედიაში ჯარისკაცებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირობები დეტალურად გააცნეს.
გორში, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, კედლებზე კი წარწერა „იწამე ჩვენი ღმერთი“ დატოვეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა 16 მაისს მოხდა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და მაისის სუპერტურნირის ლიდერთა შორის რჩება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11