weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დროებით შეაჩერა - დღეს დილით ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ, ჟურნალისტებს კი განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში სხვა გადაცემებზე გადაანაწილებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის განცხადება დაარეგისტრირა.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჯღარკავა და მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი პაატა პაპელიშვილი, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდნენ,…

17 მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით რეგულარული რეისები დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, შესრულდება ავიამიმოსვლა ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.

ენიო მორიკონეს კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების გადაყვანისა და სამანქანო გზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა 19 მაისს, საგარეუბნო მატარებლის ერთ რეისს ამატებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ კოლოსალურ თანხას მიაღწია, რომლის ნაწილი გადახდილი არ არის. მისივე თქმით, ხალხს დავალიანების დაფარვა არ შეუძლია.

მსოფლიო რაგბიმ ბოლო პერიოდის სარაგბო სკანდალის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზური რუსეთის ნაკრებს ერგო, გერმანელებმა კი გადათამაშებაში ასპარეზობის უფლება მიიღეს.

ჩინური კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“ საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. საბურავების გარდა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებასაც ითვალისწინებს.

„დედა, რომელიც ქვეყანას მრავალ შვილს აღუზრდის და მისი არცერთი შვილი ნასამართლევი არ იქნება, სტატუსით გამორჩეული უნდა იყოს. მრავალშვილიან დედას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის და ასეთ ქალს, რომელი ეროვნებისაც არ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]