საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, რომელიც ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს შეწყდა, დღეს, დილის 8 საათიდან განახლდა.
ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, Barclays Center-ში შეჭრისა და UFC 223-ის ავტობუსზე თავდასხმის გამო ცნობილი ირლანდიელი სპორტსმენი, შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დაკავებულია.
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალი კორუფციის 18 სხვადასხვა ბრალდებით წაუყენეს.
თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუჰამედ რაჰიმმა თანამდებობა დატოვა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პორტის თანამშრომლებმა, რომლებიც დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდნენ, პროტესტი შეწყვიტეს.
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, ევროპა ლიგაზეც გაიმართა. ოთხივე შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 და 9 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება.
ლიტვურ ენაში საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე დამყარებული სახელწოდება Sakartvelo ამჟამად არსებულ დასახელებასთან, Gruzija-სთან ერთად ოფიციალურად დამკვიდრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიამ 5 აპრილს მიიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11