weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ თორნიკე შენგელია „სასკი ბასკონიას“ დაუბრუნდა და ესპანურ კლუბს ევროლიგაში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ისინი თბილისში სპეციალური რეისით ფრანკფურტიდან ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.

თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევისა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ელექტრონული პეტიცია შეიქმნა. პეტიციას, რომელიც 21 მარტს, Manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 1100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის…

ქართულ-ბელარუსული კომპანიების თანამშრომლობით, საქართველოში პირველად, ლიფტების წარმოება დაიწყება. თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ანალიზ-ხელსაწყოს“ ბაზაზე აეწყობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის საქმეს მოსამართლე ნატო ხუჯაძე 12:00…

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა, ავტომანქანის მძღოლი კი გარდაიცვალა. ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც ფეხბურთელები თბილისიდან ფოთში ბრუნდებოდნენ, ბორდიურს შეეჯახა…

საქართველოს პარლამენტმა, 21 მარტის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 110-მა დეპუტატმა გაიარა, რომელთაგან…

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 13 წევრის მოთხოვნას, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ოპოზიციონერი ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების შესახებ, „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრიც შეუერთდა. ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხს სავარაუდოდ 28 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.

მეორე დღეა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში, ჩირუხის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველები მდინარეში 13 წლის მურმან ფუტკარაძეს ეძებენ.

თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოციალური დახმარების ოდენობა 2018 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდა და წელიწადში 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]